გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს. ეს განსხვავებული და გამორჩეულად შემოქმედებითი ფორმა პატარებისთვის სახალისო თავგადასავალი გახდა, სადაც მათ შეძლეს ცოდნის, ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარება.
მოსწავლეებმა გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის ორი გამორჩეული მოთხრობა – „პეპელა და ფუტკარი“ და „ჯიუტი თხები“. ჩრდილების თეატრის ფორმატში წარმოდგენილი სპექტაკლების დახმარებით, პატარებმა უკეთ აღიქვეს მოთხრობების ზნეობრივი და საგანმანათლებლო შინაარსი.
პატარა მსახიობებმა სიუჟეტები ოსტატურად გაცოცხლეს და აჩვენეს, რომ მოთხრობებში ჩადებული აზრი დღესაც აქტუალურია.
აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: