ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა, პედაგოგ ავთანდილ ღურწკაიას ხელმძღვანელობით, ვარძია დაათვალიერეს და კლდეში ნაკვეთი ქალაქის ისტორიასა და არქიტექტურას გაეცნენ.
მოსწავლეები პედაგოგმა ასევე სტეფანწმინდაში წაიყვანა, სადაც გერგეტის სამების ეკლესია მოილოცეს, მოსწავლეებმა ასევე ალ.ყაზბეგის სახლმუზეუმი დათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
„მოსწავლეები იმდენად კმაყოფილები დარჩნენ ნანახით, რომ ემოციებს ვერ მალავდნენ. მომავალი სასწავლო წლიდან დაგეგმილი გვაქვს უფრო მეტი ღონისძიებები“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.