ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების „მოგზაურობა“ ისტორიულ წარსულში და მეფეთა მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიება
16-04-2025

ხონის მუნიციპალიტეტის, ძეძილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდებში მთავარი ღირებულებების წამოსაწევად სხვადასხვა აქტივობებს ატარებს. ასეთი ჰოლისტური მიდგომებიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა, რომელთათვის სწავლა პრიორიტეტულია, კარგად იციან საქართველოს ისტორია და იმ დიდი მეფეების მოღვაწეობა, რომლებმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

ახლახან ძეძილეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც დავით აღმაშენებელის 900 წლის იუბილეს მიეძღვნა.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს მეფეთა მეფის მიერ გატარებული რეფორმების, მის მიერ ჩატარებული საოცარი ბრძოლების და სხვა არაერთი ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელიც აღმაშენებლის სახლს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი - ლელა ჩიხლაძე, რომლის დამსახურებითაც ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის ცოდნა პრიორიტეტულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...