საჯარო სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები
22-04-2025

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2024-2025 სასწავლო წლიდან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაინერგა 20 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წელს 70-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდება შემდეგი პროფესიული მიმართულებები:

Front-End დეველოპმენტი

კომპიუტერული ქსელები და სისტემები

ბაღის დიზაინი

ადმინისტრაციული სერვისები

გრაფიკული დიზაინი

ფოტოგრაფია

პროფესიული განათლების მასწავლებლად დასაქმება შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე დაინტერესებულ პირებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:

https://forms.office.com/e/7eYi83YAQ9

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...