„ქართული კალიგრაფია“ - ხაჩკოვის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო პროექტი მიძღვნა 
17-04-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღნიშნეს. 

ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში პროექტი - „ქართული კალიგრაფია“ განხორციელდა. 

მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადე და ენისადმი დამოკიდებულება შემოქმედებითი ფორმით წარმოაჩინეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

პროექტს ხელმძღვანელობდა - ბილინგვური სწავლების სპეციალისტი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ინა მანასიანი. 

მე-7 კლასელთა კალიგრაფიული ნამუშევრები მე-12 კლასელებმა შეაფასეს.

პროექტში გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა სიგელი და სამახსოვრო საჩუქრი -  წიგნი „პატარა უფლისწული“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...