„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ - ბარდნალის საჯარო სკოლაში ქართულ ენას შთამბეჭდავი ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
17-04-2025

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლში დიდი ზარ- ზეიმით, შემოქმედებითად აღინიშნა ქართული ენის დღე.

ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს სკოლაში მიეძღვნა ღონისძიება სახელოწდებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“

პროექტმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული ენის სილამაზეს და მის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა: მნახველთა ყურადღებას იპყრობდა, თვალს ატკბობდა და გულს ახარებდა მოსწავლე-მაწავლებელთა იერ-სახე, შესატყვისი სამოსი, ასევე ლამაზად გაფორმებული დარბაზი.

ღონისძიებაში ჩართული იყო თითქმის ყველა კლასი, ქართული ენის, ასევე ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელთა ხემძღვანელობით.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში:

კალიგრაფიის კონკურსი;
მხატვრული კითხვის კონკურსი;
საუკეთესო მკითხველ-მთხრობელი;
ნორჩ მხატვართა კონკურსი.

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალურ დასკვნით ღონისძიებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...