კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენა-დაფასებას.
სკოლამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ევა მარჯანიძის, ნინო მერებაშვილის და თინათინ თვაურის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად წელსაც აღნიშნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული - ქართული ენის დღე.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა.
„ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც “კაცი უნდა ექომაგებოდეს". სწორედ მშობლიური ენის ქომაგად იქცნენ ჩვენი მოსწავლეები.
ხოტბა შევასხით, ვუმღერეთ დ მოვეფერეთ ჩვენს „ღვთის ენად“ წოდებულ ქართულ ენას. მუსიკალურად ღონისძიება გააფორმა მარინა სიხუაშვილმა, ხოლო დეკორაციებზე იზრუნა მაია თხინვალელმა.
ჩვენი, როგორც სკოლის უდიდესი, მუდმივი ვალდებულებაა მოსწავლეებს განვუმტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლის მნიშვნელობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ იგი, როგორც სახელმწიფო ენა. დაე, იგი, აწ და მარადის იყოს უკვდავი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: