ზესტაფონის N5 სკოლის მე-2 კლასელი მარიამ ზიბზიბაძე ქართული კლასიკური მუსიკის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია
22-04-2025

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლის - მარიამ ზიბზიბაძის წარმატებას აღნიშნავენ. 

მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ზიბზიბაძე (პედაგოგი იზა ფხაკაძე) ქართული კლასიკური მუსიკის მე-9 ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

კონკურსი უკვე მესამე წელია თბილისის შემდეგ, ზესტაფონში იმართება და ტრადიციულად მასში უამრავი ნიჭიერი მუსიკოს შემსრულებელი მონაწილეობს.

მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა. მის ტიტულებს შორის უკვე არის ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-11 საერთაშორისო კონკურსის - „ნორჩი ვირტუოზები“ I ხარისხის პრემია და დიპლომი, ასევე საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის კონკურს-ფესტივალის - „ჩვენ ვეძებთ ვარსკვლევებს“ დამსახურებული I ადგილი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს მცირე ჩამონათვალია მისი გამარჯვებებიდან, რომელსაც ახლა უკვე ძალიან საამაყო და პრესტიჟული, ქართული კლასიკური მუსიკის მე-9 ეროვნული კონკურსის I ადგილი და ლაურეატის წოდება დაემატა. 

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პატარა მარიამს ამ წარმატებას და მომავალშიც უამრავ გამარჯვებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...