„საქართველოს განძი და მისი მცველები“ - პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კედლის გაზეთი და შემეცნებითი პრეზენტაცია 
22-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში თემაზე - „საქართველოს განძი და მისი მცველები“ შთამბეჭდავი შემეცნებით-შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა. 

მე-4 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილი თემატურად ეძღვნებოდა საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ეროვნულ განძსა და იმ გმირებს, ვინც მის დაცვაზე ზრუნავდნენ.

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, აღნიშნეს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისეთი თემების გაშუქებას, როგორიცაა: ეროვნული საგანძური, ქართული ხელოვნების ძეგლები, ძველი ხელნაწერები, ისაუბრეს  მუზეუმების როლზე ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში.

თემამ- „საქართველოს განძი და მისი მცველები“, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ქვეყანა კულტურითა და ისტორიით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...