მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ქეთი გოგოლაძემ კალიგრაფიის კონკურსში - „ქართული ხელნაწერი“ პირველი ადგილი დაიკავა
17-04-2025

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ კალიგრაფიის კონკურსში წარმატებას მიაღწია - მან პირველი ადგილი დაიკავა და რეგიონულ ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

სკოლის  IX კლასის მოსწავლემ, ქეთი გოგოლაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ორგანიზებულ კალიგრაფიის კონკურსში, „ქართული ხელნაწერი“ პირველი ადგილი დაიკავა და რეგიონულ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კონკურსში მოსწავლემ გამოავლინა წერითი უნარების მაღალ დონეზე ფლობა, ტექსტის ესთეტიკური და ტექნიკური შესრულება, რაც ჟიურის მიერ მაღალი შეფასებით აღინიშნა. მისი შრომისმოყვარეობა, შემოქმედებითი მიდგომა და ქართული კალიგრაფიისადმი სიყვარული წარმატებული გამოსვლის საფუძველი გახდა.

სკოლა და პედაგოგები მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და რეგიონულ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...