გლოლის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეული გაიმართა
17-04-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის დღის აღსანიშნავად კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. 

პედაგოგთა ინიციატივით ჩატარებული კვირეული კარგად იყო ორგანიზებული და თითოეული აქტივობა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და ისე იყო გადანაწილებული, რომ მოსწავლეები არ გადატვირთულიყვნენ და თან კვირა საინტერესოდ გაეტარებინათ. გთავაზობთ სკოლის მიერ მოწოდებულ გეგმას: 

I დღე - საუბარი ,,დედაენის მნიშვნელობაზე და მას ღირებულებებზე.
II დღე - კალიგრაფიის კონკურსი.
III დღე - კედლის გაზეთი „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“
IV დღე - მხატვრული ღონისძიება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის აქტივობები საინტერესო იყო და ისინი თითოეულ მათგანში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...