ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.
14 აპრილს, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IVბ კლასში გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ენას - ქართულს - მიეძღვნა. თემატური აქტივობა, სახელწოდებით „ქართული ენის დღეა“, სიყვარულით და პატივისცემით იყო სავსე იმ ენისადმი, რომელიც ქართული იდენტობის საფუძველია.
მოსწავლეებმა ღონისძიება გააფორმეს ლამაზი სიტყვებით, პოეზიითა და სიმღერებით. მათ თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს მშობლიური ენისადმი — ენისა, რომელიც წინაპრების მემკვიდრეობაა და რომელსაც „დედა ენა“ ჰქვია.
ღონისძიება იყო სითბოთი და პატრიოტული სულისკვეთებით სავსე, რომლის დასასრულს პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლისა და ცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: