საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ზოგადი განათლების ახალი ხედვა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცვლილება შეეხებათ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს - საუბარია ე.წ. დიფერენცირებული სწავლებისა და ასევე ინტეგრირებული პროგრამების დამკვიდრებაზე.
„შეიცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა, რაც გულისხმობს მოსწავლეებისთვის ორი მიმართულების შეთავაზებას. ერთის მხრივ მათ საშუალება ექნებათ, სწავლა გააგრძელონ აკადემიური კუთხით და ისწავლონ მათთვის საინტერესო საკითხები ინტენსიურად. მეორეს მხრივ, პროფესიული მიმართულების არჩევის შემთხვევაში, ინტეგრირებულ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა და ატესტატთან ერთად, პროფესიული დიპლომი მიიღონ“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
სკოლებში ჩინურს, როგორც მეორე უცხოურ ენას, ისე ისწავლიან