ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში წახალისებული და მახარდაჭერილია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
კონკურსი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და გამოავლინეს თავინთი ცოდნის მაქსიმუმი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: