ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს
22-06-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“-ში დიდი ენთუზიაზმითა და გამარჯვების სურვილით ჩაერთო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მაღალი ეკოცნობიერება მაღალი მოქალაქეობაა!

საჯარო სკოლის გუნდის „სკაუტების“ წევრებმა მოხალისე მოსწავლეებთან ერთად სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრამდე მისასვლელი გზისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოაწყეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციამდე მოსწავლეები ქარელის მერს ზაზა გულიაშვილს შეხვდნენ, არსებული ანტისანიტარიის გამო გულისტკივილი გამოხატეს და მას დახმარება, კერძოდ საჭირო აქსესუარებით (ხელთათმანებით, ტომრებით და ა.შ) აღჭურვა, სთხოვეს.

ზაზა გულიაშვილს მოსწავლეების იდეა მოეწონა და მათ წამოწყებას მხარი დაუჭირა. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203