წალკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს მოსწავლეთა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა მიეძღვნა 
17-04-2025

წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღნიშნეს. 

სკოლაში საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს გამოფენა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადე და ენისადმი დამოკიდებულება შემოქმედებითი ფორმით წარმოაჩინეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

პირველი საჯარო სკოლის პატარა კალიგრაფებმა სრულიად საქართველოს დედაენის დღე საკუთარი ნამუშევრებით მიულოცეს. 

„მიუხედავად შეზღუდული სასწავლო გრაფიკისა, მაინც ვახერხებთ კალიგრაფები და ნორჩი ხელოვანები მუშაობას“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებს მოწაფეთა ნიჭიერება, შრომისმოყვარება და შემოქმედებითი ნიჭი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...