კვაცხუთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
17-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაცხუთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული აქტივობები მოეწყო. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს დედაენის დღის მნიშვნელობა, ქართული ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ხოტბა შეასხეს ჩვენი ენის სიდიადეს. პატარებმა ასევე შექმნეს „ქართული ანბანის წიგნი“, „გააცოცხლეს“ ქართული ასო-ბგერები და აღმოაჩინეს ბარბარიზმები.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტრესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...