„ჩემი საყვარელი ლექსი“ - ერკეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული მხატვრული კითხვის კონკურსით დაგვირგვინდა
17-04-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ. თარიღს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. 

ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებათა სერია მეტად საინტერესოდ წარიმართა და ემსახურებოდა მოსწავლეთა ქართული ენის როლის გააზრებას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სილამაზის წარმოჩენას. 

კვირეული დაგვირგვინდა მხატვრული კითხვის კონკურსით „ჩემი საყვარელი ლექსი“. ასევე მოსწავლე-მასწავლებლებმა კვირეულის შედეგები შეაჯერეს. ღონისძიებაზე აქტიური მოსწავლეები და კლასები დაჯილდოვდნენ. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...