ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა
17-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა, პედაგოგ თერეზა მამულიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული საინტერესოდ და შემეცნებითად აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, ქართული დამწერლობის წარმოშობაზე, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ლექსები და სიმღერები. 

ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...