ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი
26-04-2025

ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი და ცალკე ლიტერატურის, - აღნიშნულის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.

უწყებამ გამოაქვეყნა ალექსანდრე წულაძის მიერ ზოგადი განათლების ახალი ხედვის პრეზენტაცია, სადაც აღნიშნულია: „ჰუმანიტარული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ლიტერატურისგან დამოუკიდებლად, ცალკე დამტკიცდება ქართული ენის სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას. ამასთან, აქცენტი გაკეთდება არაქართულენოვან სკოლებში ბილინგვური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე. ჰუმანიტარული განათლების ხელშეწყობა კიდევ უფრო გააღრმავებს მოსწავლეებში პატრიოტულ ღირებულებებსა და ეროვნულ ფასეულობებს“.

 

„სქემა დაიყოფა - თუ პედაგოგს სკოლის ან რესურსცენტრის დირექტორობა ენდომება, ამ მხრივ განვითარების საშუალება უნდა მივცეთ...“

 

„გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა“ - EQAR-ის წევრობის შეჩერება მინისტრმა დაადასტურა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...