ქართული ენის დღესასწაული ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში 
17-04-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

14 აპრილი განსაკუთრებული თარიღია ჩვენი ერის ისტორიაში - ეს არის ქართული ენის დაცვის დღე. ეს დღე გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენი ენა, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურის სიმბოლო.

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში ამ უმნიშვენლოვანეს თარიღს არაერთი ღონისძიება მიეძღვნა: მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, მოეწყო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ანბანი, ძველი ხელნაწერები და ცნობილი მწერლების ნამუშევრები.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკუთარი ენის პატივისცემა და შენარჩუნება. ეს დღე იყო არა მხოლოდ საზეიმო, არამედ საგანმანათლებლო - შეხსენება იმისა, რომ ენის დაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...