ჯოყოლოს საჯარო სკოლაში საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიება მიეძღვნა 
17-04-2025

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გახსენებას ემსახურებოდა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიება ემოციებით იყო სავსე და მიზნად ისახავდა მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, გაცნობიერებას თუ რა გზა განვლო ქვეყანამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...