თბილისის N118 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - „ოლიმპიზმი“ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორიისა და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, საგანმანათლებლო პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ოლიმპიზმის პოპულარიზაცია.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას სხვადასხვა თაობის ქართველი ოლიმპიელები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები