მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შესახვედრად საინტერესო შემოქმედებითი აქტივობით ემზადებიან
17-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში წინასააღდგომო ფუსფუსია. 

მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ ნინო ხმალაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა განახორციელეს და ინგლისურ-ქართული პლაკატები შექმნეს. 

მოსწავლეებმა სააღდგომო ტრადიციების შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიეს და პლაკატებზე დაიტანეს

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, გარდა იმისა რომ აიმაღლეს საგნობრივი ცოდნა და გაიმდიდრეს ენობრივი მარაგი, შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინეს. 

ახლა კი მოსწავლეები, მასწავლებელთან ერთად, აღდგომის ბრიწინვალე დღესასწაულთან შესახვედრად ემზადებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...