სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინტერესო პროექტი ჩატარდა გარემოს თემაზე.
ბუნების მასწავლებელ მარინა გოჩიტაშვილმა მეორე კლასის მოსწავლეებთან ერთად იმუშავა პროექტზე, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა „საარსებო გარემოს მოდელი“.
პროექტის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს საბინადრო გარემოზე, ადამიანის საცხოვრისზე, ორგანიზმთა ჯგუფებზე და ისაუბრეს გარემოს დაცვაზე.
მოსწავლეებმა საარსებო გარემოს მოდელები გააკეთეს და ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაცია, სადაც ხაზგასმით წარმოაჩინეს ძირითადი საკითხები.
იხილეთ ფოტოები: