შორაპნის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შექმნილი სააღდგომო დეკორაციების გამოფენა მოეწყო
22-04-2025

ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარების მიზნით, არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა. 

მათ შორის, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, საკუთარი ხელით შექმნეს სააღდგომო აქსესუარები და მოაწყვეს ნამუშევრების გამოფენა.

ბავშვებმა მოტივაციითა და ენთუზიაზმით იმუშავეს სხვადასხვა ნივთზე - მათ შორის იყო, მოხატული კვერცხები, სააღდგომო კალათები და თემატურად გაფორმებული დეკორაციები.

თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, ასახავდა ბავშვების ინდივიდუალურ ხედვასა და ფანტაზიას. გამოფენამ არა მხოლოდ გაალამაზა სკოლის სივრცე, არამედ შექმნა სააღდგომო განწყობა და შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს, ერთმანეთის ნიჭი და შრომა დაეფასებინათ.

გამოფენას სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება მოჰყვა, რაც მეტ მოტივაციას აძლევს ბავშვებს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მსგავს შემოქმედებით აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...