სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ახალისებენ. მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ამჟამად, სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლის - დემეტრე გურაშვილის წარმატებას აღნიშნავენ.
მე-5 კლასელი „კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის საგაზაფხულო ლიგის გამარჯვებული და ოქროსმედალოსანია.
მოსწავლის პედაგოგი მაგდა გურაშვილი გახლავთ.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ დემეტრეს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრჯერ ესახელებინოს ჩვენი სკოლა, მასწავლებლები და მშობლები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: