სასკოლო ოლიმპიადა ,,მხიარული სტარტები“, რომელსაც ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს, გაზაფხულზე დაიწყო.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წელს მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1 200 სკოლის 60 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 12 სკოლა იქნა შიდა შეჯიბრით შერჩეული, რომელთაც ნახევარ ფინალში იასპარეზეს.
სპორტული ოლიმპიადიდან ახალციხის №5 სკოლა ყოველთვის წარმატებით ბრუნდება, ამჯერადაც სკოლის მოსწავლეებმა ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალის საგზურის მოსაპოვებლად აჭარის, გურიისა და მცხეთის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოუწიათ ასპარეზობა.
გუნდში 12 მონაწილეა, რომელთა ასაკი 10–დან 16–წლამდე მერყეობს. მათ გარდა შეჯიბრებაში მონაწილეობას ერთი მშობელი და ერთი მასწავლებელი იღებს.
2016 წლის 4 დეკემბერს, თბილისის ხელბურთის დარბაზში, ,, მხიარული სტარტების“ ფინალი გაიმართა. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ქუთაისის, რუსთავის, მარნეულის და ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეები იბრძოდნენ.
ახალციხის მეხუთე სკოლის გუნდმა „მხიარული სტარტების“ საქართველოს ჩემპიონატში II ადგილი დაიკავა.
გუნდს პირველ ადგილზე გასასვლელად მხოლოდ ორი ქულა დააკლდა.
საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ფინალური თამაშის ყველა მონაწილე მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.