გაიცანით სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც საჭადრაკო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა
17-04-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სადმელის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლეების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, სადაც ჯანსაღი წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პედაგოგები კი მაქსიმალურად ცდილობენ მომავალი თაობების სპორტით, განსაკუთრებით ჭადრაკით დაინტერესებას და ამის ნათელი მაგალითია ის წარმატებები, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობისას აღწევენ.

ამჯერად, გაგაცნობთ თეკლა ჩიტალაძეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, სადმელის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეს, რომელმაც იმერეთის ღია საკვალიფიკაციო ტურნირში, 8 წელს გადაცილებულ უთანრიგო გოგონათა შორის, პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირი მიმდინარეობდა 5 აპრილიდან 11 აპრილის ჩათვლით და თეკლამ მშობლიური სკოლა საკუთარი გამარჯვებით ძალიან გაახარა; დირექტორმა მედეა რატიანმა და დამრიგებელმა - ცისმარი ჯანგიძემ პატარა ჩემპიონს დიდი გამარჯვებები უსურვეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“, - ასე გამოეხმაურა სადმელის საჯარო სკოლა თეკლა ჩიტალაძის გამარჯვებას.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...