ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად ტოლერანტობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია, 26 მარტს, სკოლის რუსული ენის პედაგოგ ანაიდ ხორშიკიანის მე-12 კლასში ჩატარებული პროექტი - საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე - „უსახლკარო ბავშვები და ტოლერანტობა“.
გაკვეთილს ესწრებოდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: