განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო პლატფორმა „ისაუბრებ“ გაავრცელა.
„თათბირი განათლების სამინისტროში დღეს დილით გაიმართა. თანამშრომლებს ეცნობათ რეორგანიზაციის შესახებ, მათ შესაბამის დოკუმენტზე ხელი მოაწერინეს. მინისტრის გადაწყვეტილებით პროცესი 2 თვე გაგრძელდება. ინფორმაციას თანამშრომლები ადასტურებენ,“ - წერს სამოქალაქო პლატფორმა.
აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-მ სამინისტროში გადაამოწმა: როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რეორგანიზაცია ნამდვილად დაიწყო და აღნიშნული ბრძანება ძალაში 16 აპრილიდან შევიდა.