ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას ღონისძიებით მიაგეს პატივი
22-04-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის აღსანიშნავია, 9 აპრილისადმი მიძღვნილი მხატვრულ- ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ჟიშკარიანის ხელმძღვანელობით გამართეს. 

მე-6 კლასელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილი - საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას. მათ პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას. 

ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...