ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა 
22-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

მათ შორის, სკოლაში ჩატარდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

მოსწავლეებისთვის ღონისძიება მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ისაუბრეს თუ რას ნიშნავს აღდგომა, რა ტრადიციული წესებით აღინიშნება, რას ნიშნავს მიტევების კვირა,  ბრწყინვალე შვიდეული. 

ღონისძიება წარიმართა ძალიან საინტერესოდ და როგორც ყოველთვის დიდი მოწონება დაიმსახურა სკოლის სივრცეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...