ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიებათა სერია ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში
22-04-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება. 

სკოლაში, დედაენის  დღესთან დაკავშირებით შემოქმედებითი კვირეული გაიმართა.

დაწყებითი კლასების პედაგოგების - ლანა კაკაჩიას, თამილა ჭაჭუას, თამუნა სამუშიას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების -  ასმათ კვარაცხელიას, შორენა გოგოხიასა და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლელა ლუკავას ინიციატივით, მრავალი აქტივობა დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა.

მოეწყო ფილმების ჩვენება, დისკუსია, მხატვრული კითხვის საღამო, კალიგრაფიის კონკურსი, ჩატარდა საინტერესო და სახალისო ვიქტორინა. კვირეული კი დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ლამაზი და შთამბეჭდავი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

კვირეული მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა და ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...