საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები წმინდა ლუკა მახარებლის ტაძარს ეწვივნენ
23-04-2025

განსაკუთრებული დღე ჰქონდათ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს. ისინი, მასწავლებელთან ერთად, ეწვივნენ წმინდა ლუკა მახარებლის ტაძარს, სადაც გულთბილად უმასპინძლა ტაძრის წინამძღვარმა მამა სპირიდონმა.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტაძარში ჩატარებულ ღვთისმსახურებაში, მოისმინეს მამა სპირიდონის ქადაგება და ისაუბრეს ქრისტიანულ ფასეულობებზეც - სინანულსა და სიყვარულზე. 

მომლოცველთათვის  მთავარი და ამაღლებული ნაწილი იყო ზიარება — მოსწავლეები წირვის დასრულების შემდეგ წმინდა საიდუმლოს ეზიარნენ, საკურნებელად სულისა და ხორცისა, სადიდებელად უფლისა!

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისთვის ეს არ იყო მოლოცვისა და ზიარების პირველი შემთხვევა. ისინი ყოველთვის ზრუნავენ შინაგან სიმშვიდესა ღვთის მადლის მოპოვებისთვის.

„მადლობას ვუხდით ჩვენს სულიერ მოძღვარს, მამა სპირიდონს, ამ მადლიან გზაზე თანადგომისთვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...