ფოთის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ლაშქრობაში წავიდნენ
22-06-2018
ფოთის N3 საჯარო სკოლის მე-3ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ფატიმა დოლბაიას ხელმძღვანელობით, ლაშქრობა მოაწყვეს. ლაშქრობის დევიზი იყო - ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სპორტულ აქტივობებში, როგორც მოსწავლეები, ისე მათი მშობლები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლაშქრობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
„დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები