„მოგზაურობა ქართული ენის უნიკალურ სამყაროში“ - იდლიანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი აქტივობები ჩატარდა
22-04-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებებით აღნიშნეს.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის  მარიამ სიჭინავას ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული ენის კვირეული გაიმართა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სხვადასხვა თემატური აქტივობებით აღნიშნეს ეს დღე. დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში კი შთამბეჭდავი ზეიმი ჩატარდა.

იდლიანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ჩართულობისა და გაწეული შრომისთვის. 

„თქვენი საშუალებით ვიმოგზაურეთ ქართული ენის უნიკალურ სამყაროში. განსაკუთრებული მადლობა, პროექტის ხელმძღვანელს, იდლიანის საჯარო სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელს, მარიამ სიჭინავას, გილოცავთ სახელმწიფო ენის დღეს“, - აღნიშნულია დირექციის მიმართვაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...