ალათუმანისა და კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივი კონფერენცია ჩაატარეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
22-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები კარტიკამის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სადაც გაიმართა ერთობლივი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ქართული ენის დღეს, 14 აპრილს.

ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო თემები: „ქართული ენის ისტორია“,  ქართული ენა, როგორც საგანძული და ვ. ფშაბელის პოემა „ალუდა ქეთელაურის“ მიხედვით  თემისა და პიროვნების დაპირისპირება’’.

კონფერენციის მსვლელობისას მოსწავლეებმა ისაუბრეს 1979 წლის 14 აპრილს მიმდინარე მოვლენებზე და ამ დღის, როგორც დედა ენის დამკვიდრების მნიშვნელობასა და არსზე.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...