ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. აქტივობა პედაგოგ მზისა ლიპარტელიანის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის დირექცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს პოეზია და წარმოადგინეს თემატური კომპოზიციები, რომლებიც ეძღვნებოდა ქართულ ენასა და მის მნისვნელობას.
ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა დედაენის მნიშვნელობა ეროვნული თვითმყოფადობისა და კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.
იხილეთ ფოტოები: