ოფრეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დაცვის ორიგინალური მეთოდი შეიმუშავეს
22-06-2018

ოფრეთის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მიმდინარე წლის სექტემბერში შეიმუშავეს მოსწავლეთა ქცევის წესები, რომლის მონიტორინგი ხორციელდებოდა ყოველდღე მასწავლებლის მიერ. 

თითოეული მოსწავლე თითო ქცევის დარღვევაში იღებდა თითო მინუსს. 

სასწავლო წლის ბოლოს მონაცემები დაითვალეს და ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლებად დაარღვიეს ქცევის წესები. 

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, ხოლო პირველ და მეორეზე გასულ მონაწილეეებს დამატებით საჩუქარად გადაეცათ, კინოს ბილეთები. 

გამარჯვებული მოსწვლეები, ვიკტორ კლინკაროვი და ქრისტინე ლავრენტიევა იმყოფებოდნენ კინოთეატრ „რუსთაველში“, სადაც ნახეს ფილმი „იურული სამყარო“  3D განზომილებაში, ფილმის შემდეგ კი გაისეირნეს თბილისის ქუჩებში და ესტუმრნენ მაკდონალდსს.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეთა ქცევის წესების გაუჯობესება და მოტივაციის ამაღლება ამ კუთხით. 

უნდა აღინიშნოს, რომ „ქცევის წესების“ დაცვაში გაიმარჯვეს იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ხშირად არღვევდნენ მოსწავლეთა ქცევის წესებს .

ღონისძიებას „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი  თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203