ბრწყინვალე დღე-სასწაული და ემოციური ღონისძიება ტამბოვკის საჯარო სკოლაში
22-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის,  ტამბოვკის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

ამის დასტურია ლამაზი ღონისძიება, რომელიც ტამბოვკის საჯარო სკოლაში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდა.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურის პედაგოგის -  ანატოლია მკრტჩიანის ინიციტიავით წარმოადგინეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები - ლექსები, სიმღერები ცეკვები... მუსიკალურ ნაწილს ხელმძღვანელობდა პედაგოგი - კიმა პალიანი.

მასწავლებელთა ჩართულობით, მეოთხეკლასელებმა საკუთარი ხელით დაამზადეს თემატური პლაკატი და სიტყვებით:

„ქრისტე აღდგა.
ჭეშმარიტად აღდგა.
გილოცავთ აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულს“, - ემოციურად მიულოცეს საზოგადოებას ბრწყინვალე დღესასწაული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...