პტენის საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა საინტერესო პრეზენტაცია და ხალისით შესწავლილი საგაკვეთილი თემა 
23-04-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ გულნაზი კოჩალიძის გაკვეთილზე გამოიჩინეს განსაკუთრებული აქტიურობისა და მონდომების მაგალითი. მათ შიშველთესლოვანი მცენარეების შესახებ მოამზადეს საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაცია, რამაც საგაკვეთილო პროცესი მეტად საინტერესოდ და ინტერაქტიულად აქცია.

მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს და განიხილეს შიშველთესლოვანი მცენარეების ძირითად მახასიათებლები.

მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გამოირჩეოდა თვალსაჩინოობითა და ვიზუალური მასალის სიუხვით. 

საგაკვეთილო თემა მოსწავლეებისთვის ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა — პრეზენტაციამ გამოიწვია დისკუსია, კითხვები და ცნობისმოყვარეობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ბევრი მათგანი ჩაერთო კვლევით მუშაობაში და სურვილი გამოთქვა მომავალშიც მოამზადოს თემატური პრეზენტაციები.

ასეთი ტიპის აქტივობები არა მხოლოდ ამდიდრებს მოსწავლეების საგნობრივ ცოდნას, არამედ ავითარებს პრეზენტაციის, საჯაროდ გამოსვლის უნარებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...