„დედამიწის დაბადების დღე“ ზედა გორას საჯარო სკოლაში
22-04-2025

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

ასევე გამორჩიულად აღინიშნა ვანის მუნიციპალიტეტის, ზედა გორას საჯარო სკოლაში დედამიწის დღე - როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, უყურეს ანიმაციას, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები, გაამახვილეს ყურადღება დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე, მორწყეს მცენარეები, გააფერადეს თემატური ნახატები და კიდევ ერთხელ მიულოცეს მოსფლიოს „დედამიწის დაბადების დღე“.




იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...