ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში ჩატარდა მრავალფეროვანი და შთამაგონებელი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სიდიადის, სილამაზისა და მნიშვნელობის აღნიშვნას.
ღონისძიება თითოეული მოსწავლისთვის იქცა ცოდნის, ემოციისა და შემოქმედებითი გამოხატვის შესანიშნავ საშუალებად.
ღონისძიება დაიწყო მინი ლექციით ქართულ ენაზე, სადაც პედაგოგებმა მოსწავლეებს გააცნეს ჩვენი ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, უნიკალურობა და მისი როლი, ერის იდენტობის შენარჩუნებაში. ყურადღება გამახვილდა ქართულ დამწერლობაზე.
ლექციის შემდეგ ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ეძღვნებოდა დედაენას. ღონისძიების ემოციური ნაწილი იყო ასევე თემატური სიმღერების მოსმენა.
ღონისძიების დასასრულს კი გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. კონკურსმა ხელი შეუწყო წერის კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: