გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ორთვიანი პროექტი და საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობები
22-04-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა თემაზე - დედამიწის ეკოსისტემა.

პროექტის მიზანი იყო გარემოს დაბინძურების შემცირება და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა გაიმართა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: 

ინფორმაციული კამპანია – ლექციები, სემინარები და პრეზენტაციები ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სარგებლიანობის შესახებ;

დასუფთავების აქციები – შერჩეულ ადგილილების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდა. 

სოციალური ქსელების გამოყენება – კამპანიების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერება.

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები, რომლებიც კლუბ „ავოკადოს“ აქტიური წევრები არიან და აქტიურად მონაწილეობენ გარემოს დასუფთავების ღონისძიებებში.

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეს კლუბმა „ავოკადომკვერეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის დახმარებითა და ინიციატივით, დაასუფთავა გორისის საპატრულო პოლიციის მიმდებარედ არსებული ტყე და მოაწყო ეკო-საგანმანათლებლო კვირეული. 

მათ მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან შეასრულეს მე-15 მიზანი, რომელიც მოიცავს დედამიწის ეკოსისტემას, მის მოვლასა და გაფრთხილებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სკოლაში 2 თვე მიმდინარეობდა და მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

პროექტი ემსახურებოდა გარემოს დაბინძურების შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა სივრცეების შექმნა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე.
ეკოლოგიურ აქტივობებში მეტი ადამიანის ჩართვა და მათში პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი განხორციელდა კვერეთის აღკვეთილის პარტნიორობით. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...