„ჩემი თვალით დანახული დედამიწა“ - იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მრავალფეროვანი აქტივობა
22-04-2025

22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.

ასევე გამორჩიულად აღინიშნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე - როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები, გაამახვილეს ყურადღება დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე, საკუთრი ხელით შექმნეს თემატური თემატური ნამუშევრები, ღონისძიების დასასრულს კი ასფალტზე დახატეს მათი „თვალით დანახული დედამიწა“.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...