ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა
22-04-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩატარდა შემეცნებითი და სახალისო აქტივობა, რომელიც მიეძღვნა გემოების გამოცნობას.

მოსწავლეები თვალებახვეულ მდგომარეობაში აგემოვნებდნენ წინასწარ დაჭრილ ხილს და ცდილობდნენ გემოს მიხედვით მისი ამოცნობას.

აქტივობამ დიდი სიხარული და აღტაცება გამოიწვია პატარებში. ისინი განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ პროცესში და გულმოდგინედ ცდილობდნენ ხილის გემოების განსხვავებას. აქტივობამ ხელი შეუწყო როგორც გუნდურ მუშაობას, ისე ჯანმრთელი კვების თემაზე საუბრის დაწყებას.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...