ბოლნისის კერძო საშუალო სკოლაში - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო დღე აღნიშნეს.
მოწავლეებმა აქცია - „არ მოწიო სიგარეტი-მიირთვი ტკბილი!“ გამართეს. მოზარდებმა ბუკლეტები დაამზადეს და მოსახლეობას ტკბილეულთან ერთად დაურიგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას.
თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე 31 მაისს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები