სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში გაიმართა დედაენის კვირეული, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ენის სიდიადის, სილამაზისა და მნიშვნელობის აღნიშვნას.
კვირეულის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარინა ხუხუნიმ, მე-2, მე-3 და მე-6 კლასებში განახორციელა სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა. მონაწილეებმა ისაუბრეს ენის დანიშნულებაზე, მიმოიხილეს14 აპრილი. წაიკითხეს გამონათქვამები დედაენაზე და ლექსები.
იხილეთ ფოტოები: