ტამბოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს 
23-04-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვენლოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედამიწის დღე. ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში საინტერესო აქტივობები მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

1-ელი კლასის მოსწავლე ანნა პოლოიანმა კი ეს დღე შემოქმედებითად აღნიშნდა და ორიგინალური გლობუსი დაამზადა. 

დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...